ეს არის საბაბი და ის რეალური მოთხოვნები, რომლებიც ზოგადად ამ გამოსვლებშია, არის ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ იმ ხელისუფლებებს საზოგადოების მიმართ, მათ შორის კრიზისები, რომელსაც რატომღაც ყურადღებას არ აქცევდნენ, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ალბანეთში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას.
მისივე თქმით, ევროკავშირში ცდილობენ, რომ წევრი ქვეყნების ნახევარს ვეტოს უფლება შეუზღუდონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ არც კი ჰკითხონ მათ.
„ვეტოს უფლებას აუქმებენ, როდესაც ყველა ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება. ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვებზეა ლაპარაკი. პირდაპირ თქვეს, რომ ამის შემდეგ რომელი ქვეყანაც შემოვა ევროკავშირში, ვეტოს უფლებას და გასაღებს ჩაგვაბარებს ბრიუსელს და შემოვა ისე, რადგან ხედავენ, რომ ერთი ან ორი ქვეყანა თუ არ დაეთანხმა, გადაწყვეტილებები ვეღარ მიდის.
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ის, რის საფუძველზეც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, ეს ღირებულებები, ფაქტობრივად, განადგურებულია. ის კრიზისი, რომელიც უნდოდათ, რომ სხვაგან შეექმნათ, მოუვიდათ თავის ქვეყნებში. ამიტომ ვამბობ მე, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
