ამერიკული გამოცემა Politico საფრანგეთში შექმნილ რთულ ვითარებაზე წერს. გამოცემა საფრანგეთს „ევროპის ავადმყოფს“ უწოდებს და ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისზე, სახელმწიფო ვალსა და პოლიტიკურ არასტაბილურობაზე.
Politico-ს ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში არეულობის შედეგად მიყენებული ზარალი ათეულობით მილიონ ევროს უტოლდება, რაც საერთო ეკონომიკურ ფონზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. პრობლემებია ინვესტიციების კუთხითაც. ევროკავშირში საფრანგეთს „განებივრებულ ბავშვს“ უწოდებენ, რადგან ქვეყანა ევროპული ვალის კრიზისის ზღვარზეა. სოციოლოგიური კვლევებით, ყოველი ათი ფრანგიდან ცხრა მომავალს პესიმისტურად უყურებს.
კომენტარები
