საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„გაცნობითი შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ინდივიდუალური საქმეებისა და სისტემური გამოწვევების შესწავლის შედეგად შემუშავებულ სპეციალურ ანგარიშებსა და მათში ასახულ რეკომენდაციებზე.
მხარეებმა კეთილმეგობრული ურთიერთობები დაადასტურეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები
