ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ – რუსეთი ამისთვის მზად არის, თუმცა ევროპასთან ომი არ სურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის შედეგების შეჯამებისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. სწორია ეს თუ არა?“ – დასვა კითხვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე მზადყოფნაშია, მას ევროპასთან შეიარაღებული კონფლიქტი არ სურს.
„ჩვენ, პირველ რიგში, მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან არანაირი ომი არ გვსურს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
კომენტარები
