ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს მოუწოდებს, სოციალურ ქსელში წერის ნაცვლად, პირდაპირ ესაუბროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ირანის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას ამზადებს.
„აზარტულ თამაშში წაგებულს მაგიდიდან ადგომა არ შეუძლია. უფროსი ომის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, მაშინ როცა ამერიკა ისრაელის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების გამო უფსკრულის პირას დგას. თავი დაანებეთ გრძელ ლექციებს. რატომ არ ეუბნებით ამას პირდაპირ თქვენს უფროსს?“, – დაწერა ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანის წინააღმდეგ ომი გახდა.
კომენტარები
