რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ შემთხვევა დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები