მოლდოვის ხელისუფლება რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას მოლდავური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ვასილი ტოფანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტოფანმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ნაბიჯით მოლდოვა აპირებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას შეუერთდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზის აღება სჭირდებათ.
ტოფანმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ევროპული ინტეგრაციისთვის არის აუცილებელი.
„კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ. თუ ევროკავშირის ნორმები გვავალდებულებს, ესე იგი, ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წაგვწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
