ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში უკრაინის საელჩო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქალაქ თბილისის ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მწუხარებში უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
კომენტარები
