” მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს” – ამის შესახებ ნათქვამია ივანიშვილების ოჯახის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები”
” მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს”
20.11.2026 19:49:59
ნანახია: 19 ჯერ
