აზერბაიჯანში, სალიანის რაიონში, ქორწილის დროს, ორ სტუმარს შორის კონფლიქტი ჩხუბსა და ცივი იარაღით დაჭრაში გადაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება ცეკვისთვის სასურველი მუსიკალური კომპოზიციის შეკვეთასთან დაკავშირებულმა კამათმა გამოიწვია. ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბასრი საგნით მეორე პირს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
