დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მთავრობის მოქმედ მეთაურს, ენდი ბერნემს მოუწოდა, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს. BBC-სთან ინტერვიუში მეიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მთავრობა შესაძლოა ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს ხელახლა გაწევრიანებას განიხილავდეს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებს.
„ხალხმა ხმა მისცა ბრექსიტს. ბრექსიტი დასრულებულია. უბრალოდ მიიღეთ ბრექსიტი“, – განაცხადა მეიმ.
გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლო ფორმატებზე არაფორმალური კონსულტაციების გამართვა სურს, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ევროკავშირში დაბრუნების საკითხის განხილვას აპირებს.
კომენტარები
