რადიკალები დღეს აბსურდის თეატრში არიან. მათ რომ კაცმა დაუჯეროს, იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია.
„საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ხდება ამ ძალის დანაშაულებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი სახის ბოლომდე ჩვენება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება.
კომენტარები
