შს მინისტრის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. მისი ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს.
“ხულოს მიმართულებაზე გუშინ კიდევ დაემატა დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. საგანგაშო არაფერია. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ცეცხლის გავრცელების კუთხით. ზოგადად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს ასევე იმ მიდამოებში, სადაც ხანძრის კერებია”, – განაცხადა შს მინისტრმა.
კომენტარები
