საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
თურქეთში, ანტალიის რეგიონში ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, 30-მდე დაშავებული კი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, კლინიკებში მოათავსეს.
კომენტარები