“რუსთავი 2”-ის დილის წამყვანი, მსახიობი პაატა გულიაშვილი, ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მისი საჯარო სამადლობელი წერილი და გამოქვეყნებული ფოტოსურათია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისადმი. როგორც “ეურუსისთვის” გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა თელავის თეატრის რეაბილიტაციისთვის, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც პაატა გულიაშვილია, თანხა გამოყო. თეატრის რეაბილიტციის შემდეგ კი პაატა გულიაშვილმა სოციალური ქსელის გვერდზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებლი ფოტოსურათი და სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა. “ეურუსის” ინფორმაციით, ფოტოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პაატა გულიაშვილს ტელეკომპანიის ამერიკელმა პროდიუსერმა დაურეკა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინა.
კომენტარები