ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. მონაცემებს გამოცემა New York Times-ი ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
53 ადამიანამდე გაიზარდა დაჭრილების რიცხვი. ამასთან, რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. იგი აღმოჩნდა ქალაქ ორლანდოს მკვიდრი ომარ მათინი, რომელიც პოტენციურ ტერორისთა სიაში არ ყოფილა შეყვანილი.
კომენტარები