მეხანძრე-მაშველებმა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძარს აქრობდნენ, პრემია უკვე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 3400-მა პირმა უკვე მიიღო პრემია და ეს პროცესი გრძელდება და პრემიას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ.
ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ პირებს პრემიები დაურიგდათთავდაცვის სამინისტროშიც. პრემია-დანამატის ოდენობა 625 ლარით განისაზღვრა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 31 აგვისტოს ფინანსთა მინისტრს დაავალა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილე პირებისთვის პრემიების გაცემის საკითხი მოეგვარებინა.
კომენტარები