მამა პეტრე (კოლხი) რელიგიურ ფარისევლობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პეტრე კოლხი: ჩვენი რელიგიურობა ფარისევლობას დაემსგავსა. საჯაროდ შეგვიძლია ერთმანეთის ცოდვებზე ვისაუბროთ. სამაგიეროდ, ჩვენსას თუ ვინმე შეეხო, რეალობის აღქმის უნარსაც ვკარგავთ და ცილისწამებაში გადავდივართ. ნურც ჩვენი ეკლესიურობით შევაწუხებთ სხვას და ნურც არაეკლესიურობით. იშვიათად მინახავს, რეალიზებული, წარმატებული ადამიანი წირვა-ლოცვაზე. სანამ უმუშევრები ვართ, ტაძრის იატაკს თავს ვურტყამთ. როგორც კი ლუკმა პურის საშუალება მოგვეცემა, მოუცლელობას ვიმიზეზებთ… ანგარებიანი ღმერთთანაც ისეთია.
სხვისი ცხოვრებით ის ცხოვრობს, ვისაც საკუთარი არ გააჩნია… ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს, საკუთარი თავის გარდა. შევქმნათ საკუთარი…
კომენტარები