ზემო ფონიჭალაში მდებარე ბაგა–ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე აცხადებს, რომ 3 წლის გოგონა, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, ინკლუზიური ბავშვი იყო.
“ბავშვი იყო ინკლუზიური და ყოველდღე ცდილობდა გადმოხტომას”. დღეს დააგვირგვინა”, – განაცხადა დირექტორმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, “ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადარჩა”.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.
კომენტარები