ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.
“ბავშვს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულმკერდის ბლაგვი ტრავმა. ახლა ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებო არის და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან სწრაფად და დეტალურად გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული და შესაბამისმა ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი და ხარვეზი უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები