დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
”ის ციფრები, რაც გამოქვეყნდა, რომ 36-37%-ით გაიზარდა, სიმართლეს არ შეეფერება. ესაა უბრალოდ ქვეყანაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ყოველწლიურად ახალი შემთხვევების რიცხვი 4000-5000-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნებოდა, რომ ეს არაა სწორი ციფრი. 2015 წლიდან დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი ქვეყანაში, რომელმაც სწორი ციფრი აჩვენა. ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს მიახლოებულია სწორედ იმ ციფრთან, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებოდნენ. აღრიცხვიანობა ქვეყანაში 2015 წლიდან სერიოზულად გამოსწორდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე – ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა გვაქვს
2017/10/19 14:24:26
ნანახია: 991 ჯერ