გორში კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, მამაკაცი საკუთარ მანქანში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები