„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საკრებულოს დეპუტატ მანუჩარ მაჩაიძის განცხადებას უზნეობას უწოდებს.
„ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ ერთ წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში, არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც ამ არჩევნებში არ უნდა მიეღო მონაწილეობა. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი “მერაბიშვილის მეგობრებზე”, უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „რუსათავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკა რამიშვილი პარტიის სიაში არ არის.
„ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება რვა ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.