გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევის დროს დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ მორიგ ჯერზე თავად ქალბატონმა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არანაირი არჩევნებიც არ ტარდება, რასაც იტყვის მათი ბელადი, ისე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილმა პოზიცია დააფიქსირა – თუ შენ მართლა დემოკრატიულად ხარ არჩეული და „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობას შენ უნდიხარ, მაშინ სად მიდიხარ? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას იწონებდი თავს იმით, რომ აქ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპული პარტიაა, აქ არჩევნები ტარდება და ასე შემდეგ? ახლა ხომ დადასტურდა შენივე გადაწყვეტილებით და განცხადებით, რომ ერთი დააწკაპუნა თითები სააკაშვილმა და ეგრევე გადადექი და თავმჯდომარეობა ლობიანების მცხობელ ნანულის დაუთმე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა ეს მჭირდებაო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ის მიცემულობა, რა მოცემულობაშიც არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“, არამედ სახელმწიფოს ამყოფებდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები.
„ძალიან მაინტერესებს, ახლა ბატონი ჰერჩინსკი სად ბრძანდება? ხომ ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ის პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში პროევროპულობა უნდა შემოიტანოსო. სად არის? კითხვა დასვას: რატომ მოიცილეს ერთი ხელის დაქნევით ეს თავმჯდომარე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ აქტივმა აირჩია? სად არის, ბუჩქებიდან თავი გამოყოს და თქვას, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს პასუხი გასცეს. როცა საუბრობ, რომ რაღაცა პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, შენ გინდა, ევროკავშირის ელჩს, რომ საზოგადოებას შეასაღო, როგორც პროევროპული პარტია, გამოდი და საზოგადოებას აუხსენი, ეს შენი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავმჯდომარეობიდან რატომ გააგდო?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
