თქვენ გვთავაზობთ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ, – ამ სიტყვებით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ბოლაძეს მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.
„ერთი განცხადება მოიყვანა აქ ბატონმა ბიძინამ [გიორგობიანი] რასა იუკნევიჩიენესი, რომელმაც აღიარა, რომ ომამდე არავის არასდროს უფიქრია აღმოსავლეთით გაფართოებაზე. ანუ იქამდე ჩვენ რაც ვაკეთეთ, კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ – ეს იყო სრული ბლეფი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა როდესაც დასაჯა საქართველო იმიტომ, რომ არ შეურთდა ომს, იცით რა თქვა? – „უკრაინელები არიან მზად მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის“. თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, რომ მოვკვდეთ ევროპული პერსპექტივისთვის. ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მის განცხადებას ჰერმან საბოს რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის განცხადებას „ჩვეულებრივი მანიპულაცია“ უწოდა.
„მანიპულაცია არის „გირჩის“ სამეფო და ეს არის რეალობა და ფაქტი“, – მიმართა შაქარიშვილმა საბოს.
