მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, კიდევ ორი პირი კი მსუბუქადაა დაშავებული, – ამის შესახებ პირველ არხს „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვბანელმა, ამირან გიორგაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, თავდასხმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს საარჩევნო შტაბზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. „ჯერ ერთი გასროლა იყო, რასაც ავტომატის ჯერი მოჰყვა“, – აცხადებს გიორგაძე.
შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
კომენტარები