საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ იმ თავდასხმას ეხმიანება, რა დროსაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი დაიჭრა.
უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. მისივე თქმით, მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჰქონდა ადგილი.
სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ „გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.“
კომენტარები