საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მრევლს შეხვდება, შემდეგ კი პარაკლისს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:
„მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, შაბათს, 10:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახლადდამკვიდრებული ტრადიციისამებრ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდება მრევლს, შემდეგ კი ჩატარდება პარაკლისი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები