ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ მთაწმინდის მე-6 უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზები განმარტა. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო, უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა.
„უბანი დილით 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე, დამკვირვებლების მხრიდან და მთელი იმ მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. სწორედ ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
რატომ გაიხსნა მთაწმინდის მე-6 უბანი დაგვიანებით, სადაც პრეზიდენტმა მისცა ხმა
2017/10/21 11:54:58
ნანახია: 946 ჯერ