ორგანიზაცია “საფარის” წარმომადგენელი მარი კურტანიძე ყოფილ მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შსს-ს ამ ფაქტის შესწავლას აპირებს.
წერილში, რომელიც “საფარის” ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, მარი კურტანიძე ყოფილ მათემატიკის მასაწავლებელს მიმართვს. ის წერს, რომ 15 წლის იყო, როდესაც თამაზ აქუბარდია სექსუალურად ავიწროებდა:
ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ თამაზ აქუბარდია ყოფილმა სტუდენტმა სოფი გოგიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ისიც ისმენდა “უხამს კომენტარებს” ყოფილი ლექტორისგან. ”
კავკასიის მედია სკოლაში აქუბარდია მას ეკონომიკას ასწავლიდა. სოფი გოგიშვილი წერს, რომ აქუბარდია სტუდენტ გოგონებს მუდმივად უმეორებდა, რომ მათ ტუჩებში არ აკოცებდა, რადგან სიგარეტს ეწეოდნენ.
“მახსოვს მოკლე შორტებზე კომენტარებს აკეთებდა, ყვებოდა ისტორიას ერთ გოგოზე, რომელიც მის წინ იჯდა და მოკლე კაბა ეცვა, ჰყვებოდა რა პოზაში დაჯდა და როგორი საყურებელი იყო მისთვის ეს ხედი, რომელიც აუდიტორიაშ ჰქონდა”,- ამბობს გოგიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისივე თქმით, ყოფილ სტუდენტებს “ფეისბუქზე” ისეთ კომენტარებს უწერდა, რომელიც მინიმუმ არაეთიკური იყო ლექტორის მხრიდან.
“ნეტგაზეთმა” მოიკვლია თუ რა შინაარსის კომენტარებს წერდა აქუბარდია მისი სტუდენტების “ფეისბუქ” პროფილებზე, რომლებსაც გთავაზობთ.
“ნეტგაზეთი” ცდილობდა თამაზე აქუბარდიასთან დაკავშირებას, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თამაზ აქუბარდია, მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკიდან “მოქალაქეთა კავშირი”. სხვადასხვა დროს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.
დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ ისჯება კანონით. 24 ოქტომბერს პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შეიტანა 1000 ხელმოწერა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუქის საშუალებით შეაგროვეს. მოძრაობის ცნობით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტები რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გაუგზავნა პარლამენტს, თუმცა ისინი პარლამენტს არ განუხილავს.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.საჯარო სივრცეში. სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების მუხლი არ არსებობს დღეს კანონმდებლობაში, ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, ჩვენ უწყებას ვკითხეთ, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით. შსს-ში განაცხადეს, რომ საგამოძებო უწყება გამოქვეყნებულ მასალში აღწერილ მოვლენებს შეისწავლის:
“მართალია ჩენთან შეტყობნება არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია დაინტერესდება საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატიით და შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს”,- აცხადებენ შსს-ში.