ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 2 174 000 ლარია ჩარიცხული. ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფინანსური რესურსი გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას მოხმარდება.
საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშების გაიხსნის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაავრცელა.
კომენტარები