პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებაზე 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია. ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე დაყრდნობით, ipn-ი ავრცელებს.
2016 წელს, ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება ჯამში, 2 331 610 ლარი დაჯდა, მათ შორის, შრომის ანაზღაურება (შენობის შენახვა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პირების ხელფასი, პრემია) – 325 025 ლარი, სამეურნეო საქონელი – 28 000 ლარი, მიმდინარე რემონტი – 187 184 ლარი, შენობის დაცვის შემადგენლობაზე გაწეული ხარჯი – 772 439 ლარი.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა – 1 018 962 ლარი კომუნალური ხარჯი იყო.
კომენტარები