ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია, სქესის არ გამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.
როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასითაა შემცირებული.
“რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, ირიბი მაჩვენებლებით ხდება დათვლა – დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა, ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები