ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ვინაიდან ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე.
იან კელის თქმით, ეს არის ნეგატიური მოვლენა.
”ეს არის ნეგატიური მოვლენა, ნაბიჯი უკან და ნებისმიერი ასეთი არალეგალური ბარიერები ერებს შორის არალეგიტიმურია. ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვარს”, – განაცხადა იან კელიმ.
გასულ თვეში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქარელის რაიონის სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი დაფიქსირდა.
კომენტარები