საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მძღოლი კიევში უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს.
“მას შემდეგ რაც, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს ყველა ჩემს დამცველს და ჟურნალისტს, რომელიც ჩემთან ერთად იყო და ჩემს საქმიანობას აშუქებდა, გვერდით მხოლოდ მძღოლი ვლადიმერი დამრჩა, ის მატარებდა მე და სახლის საქმეებშიც მეხმარებოდა. დღეს ღამით, მას სახლთან ორი უცნობი დახვდა და სასტიკად სცემა.
ვლადიმერი იხსენებს, რომ იცნო ორი მანქანა, რომელიც ხშირად ჩვენ დაგვყვებიან. იგი თვლის, რომ ისინი უშიშროების სამსახურის მანქანებია. თავდამსხმელები სპორტული აღნაგობის იყვნენ და მას სადარბაზოსთან ელოდნენ.
მე მისმა მეუღლემ დამირეკა ოდესიდან და სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია გამოვიძახეთ. მეც მასთან გავემარეთე. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და დიაგნოზი – “ტვინის მძიმე შერყევა” დაუდგინეს.
ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, უკრაინიდან მომიშოროს, ერთმანეთის მიყოლებით მაცილებს ჩემს უშუალო გარემოცვას. ცუდად მიცნობთ, ბ-ბო!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ნიუპოსტი