საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა ბახტაძეს დავით ფერაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
განათლებით ეკონომისტი, 36 წლის დავით ფერაძე წარსულში თანაინვესტირების ფონდის შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ქართუ ჯგუფში.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი 13 ნოემბერს წარადგინა. მთავრობის მეთაურმა რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნა.
კომენტარები