თბილისის მერი კახი კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების და შპს-ების ხელმძღვანელებს წარადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგეტოს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ პოსტზე თეიმურაზ თორდინავა უნდა შეცვალოს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მამუკა კობახიძე ჩაიბარებს, რომელიც ნუგზარ ჭეიშვილს ცვლის. სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც ზურაბ წიკლაური უნდა ჩაანაცვლოს, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე ჩაიბარებს, რომელმაც კარლო ლაფერაძე ჩაანაცვლა.
გარდა ამ საკითხებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით სამი საკითხია გათვალისწინებული.
მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.