დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის სამსახურებს სისტემური და ეფექტიანი მმართველობისთვის ღონისძიებების გატარება დაავალა.
ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვავალებ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონის გამგეობებს, არქიტექტურის სამსახურს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, „თბილსერვის ჯგუფს“, თბილისის განვითარების ფონდს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს, მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებებს. ჩვენი მიზანია თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროცესი იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
