საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიიდან არალეგალურად მცხოვრები საქართველოს 7 მოქალაქის გამოშვება რეადმისიის ფარგლებში მოხდა და დეპორტით არ განხორციელებულა.
”ეს არ იყო დეპორტი. რეადმისიის ფარგლებში, მოხდა იქ არალეგალურად მცხოვრები ქართველების გამოშვება. 7 მოქალაქის დაკავება მოხდა და, რეადმისიის ფარგლებში, ისინი დააბრუნეს საქართველოში”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს მოქალაქების ავსტრიიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა.
კომენტარები