საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 22 ნოემბერს, თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ და რისკის ქვეშ აყენებენ, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები. თითოეული ეს შემთხვევა გმირობის მაგალითია, რომლებსაც ჩვენი საგანაგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც თავის სიცოცხლეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო რეალურად თითოეული მოქალაქისთვის რისკავდნენ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც 22 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორც სპეცოპერაციის ჩატარებაზე, ასევე, საშიში ზონიდან მოქალაქეების გარიდებაზე.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა და საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ მიუსამძიმრეს.