დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქოს მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ატარებს.
წირვის შემდეგ მიტროპოლიტი მრევლს უქადაგებს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისთვის პირველი წირვაა, რომელსაც ის პატრიარქის მოსაყდრის რანგში ატარებს.
პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი 23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ეკლესიაშიწირვის დაწყებამდე დაასახელა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა მოსაყდრის დანიშვნის შესახებ დადგენილება იმ დღით დაიწერა. საპატრიარქოს და სინოდს ილია მეორეს მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ, ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.
კომენტარები