ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. კაიროს სასამართლომ მუჰამედ მურსი ამჯერად ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სცნო დამნაშავედ.
გამოძიების ცნობით, საკუთარი მმართველობის პერიოდში ის ყატარის სპეცსამსახურებს საიდუმლო დოკუმენტებს უკანონოდ აწვდიდა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ 6 ადამიანი სცნო დამნაშავედ, თუმცა მურსისგან განსხვავებით, მათ სასჯელის უმაღლესი ფორმა -სიკვდილით დასჯა, შეეფარდათ.
ბრალდებულებს შორის, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, ტელეკომპანია ალ ჯაზირას ორი ჟურნალისტია.
კომენტარები