საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და ამაზე ის კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებას, ჩვენ როგორც ვიცით საქმე აღძრულია უკრაინის მიერ და საქმე აღძრულია საქართველოში. წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში”, – განაცხადა ჯანელიძემ.
კომენტარები