„ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ისინი წლიდან წლამდე თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, იმისათვის, რომ ჩვენთვის დიდი მუსიკალური დღესასწაულები ეჩუქებინათ… „სამართალმა პური ჭამაო”, – ამაზეა ნათქვამი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად „Tbilisi Open Air” დაასახელა! „ბრავო რექორდსი” ულოცავს ერთგულ მეგობრებს, საუკეთესო პარტნიორებს და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ნამდვილ პროფესიონალებს – „Tbilisi Open Air”-ს ამ უდიდეს აღიარებას. ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ბიჭებმა დიდი თავგანწირვის, უზარმაზარი შრომისა და წვალების ფასად შექმნეს მსოფლიო დონის და სტანდარტების მქონე საოცარი მუსიკალური ფესტივალი და თანაც უდიდესი რისკის საფასურად – ისინი თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, რომ ყოველ წელს მორიგი ფესტივალი ეჩუქებინათ ჩვენთვის, განსხვავებით იმ ფესტივალების გაზულუქებული ორგანიზატორებიდან, რომლების წლობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებდნენ გარანტირებულად საკუთარი უნიჭოდ გაკეთებული ფესტივალების დასაფინანსებლად.
იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების და ახალი ათვლის წერტილი ქართული მუსიკალური ბიზნესის განვითარების გზაზე, რაც ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის და ბოლოს მოუღებს უსამართლობას ამ სფეროში. გილოცავთ, ჩემპიონებო! ეს ერთი და სხვა მრავალი”, – წერს ზაზა შენგელია.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=59613