“ნაციონალური მოძრაობის ზღაპრებს აღარ ვუსმენთ,”-ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი კანონიერი ქურდის, მეტსახელად სვანას საქართველოში დეპორტაციის შესახებ.
მანანა კობახიძის თქმით ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯადია და თუ ვინმე ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყანაში, ის აგებს პასუხს. ვიცე-სპიკერმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.
კომენტარები