ბრალდებულ მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ, გამოძიებისთვის მიცემული საკუთარი ჩვენება უარყო.
სასამართლოზე დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ჩვენება არ წაუკითხავს და ხელი ისე მოაწერა. მისი თქმით, ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები, თითქოს მაგდა პაპიძე ბავშვს ცუდად ექცეოდა, საყვარელი ჰყავდა და მეუღლე აღარ უყვარდა ტყუილია. მისივე თქმით, პანაშვიდის დროს, პაპიძის და ქაფიაშვილის ოთახში, სისხლი არ შეუმჩნევია.
“ლურჯმა ნათებამ სისხლის ლაქები რომ გამოკვეთა, შესაძლოა ომარის სისხლი ყოფილიყო. ომარის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავარია მოუვიდა და ცხვირიდან სისხლი შადრევანივით მოსდიოდა“, -განაცხადა ლანა პაპიძემ.
კომენტარები