მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდეს ყველაზე მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩაივლის ძალიან გამჭირვალე და დემოკრატიულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში. ამ სურვილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ევროპის საბჭოს მაღალი დონის სადამკვირვებლო მისია ამ არჩვენების მონიტორინგისთვის. “ქართულ ოცნებას” აქვს რეალისტური და ობიექტური, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი, რომ გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ვებრძოლოთ ჩვენს მთავარ ოპონენტს – სოციალურ პრობლემებს, უზრუნველყოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, გააგრძელოს მშვიდობის და ნდობის აღდგენა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან, გააგრძელოს ადამიანის უფლებათა დაცვა და ჩემი ქვეყნის სამომავლო განვითარება“,-განცხადა ეკა ბესელიამ.