ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კოტე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
“ქართულმა დიპლომატიამ უმძიმესი დანაკლისი განიცადა.
ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კოტე ზალდასტანიშვილი, 57 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გულწრფელად თანავუგრძნობ, ბატონი კოტეს ოჯახს და დიდ სამეგობროს…” – ნათქვამია დეპუტატის მიერ გავრცელებულს ინფორმაციაში.
კომენტარები