საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის “კვირას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კარგი ამბავი უნდა გამცნოთ. ვიცი, გაგიხარდებათ. “კვირაში” სიახლეებია. ძალიან მალე, იანვრიდან ახალ, უკვე ჩვენს საკუთარ ოფისში გადავდივართ. 2018 წლიდან წერეთელის გამზირზე, გამოფენის მოპირდაპირედ დავსახლდებით. რემონტდება ჩვენი ახალი სახლი – ასე, რომ ახალ წელს სიახლეებით ვხვდებით ![]()
გპირდებით, ჩვენი სახლი ისევ ისეთი სტუმართმოყვარე და თბილი იქნება, როგორიც სულ იყო და “კვირას” გულშემატკივრებს თავის წილ სიყვარულს მუდამ გაუზიარებს.
დიდი მადლობა თქვენ ნდობისთვის, თანადგომისთვის, გულისხმიერებისთვის.
მიყვარხართ თქვენ და ახალი წელი
– წერს ხოსიტაშვილი.
კომენტარები

