საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები გაასაღა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საერთო ჯამში ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7 დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები